უკრაინის პორტი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ბოლო გემმა დატოვა

უკრაინის პორტი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ბოლო გემმა დატოვა

ოდესის პორტი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ბოლო გემმა დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთი 27 ივნისის შემდეგ არ თანხმდება ახალი გემების რეგისტრაციას და შეთანხმების ვადა ხვალ ამოიწურება, თუ მოსკოვი მის გაგრძელებას არ დათანხმდება.

გაერო-ს პრესსპიკერის განცხადებით, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ელოდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პასუხს შეთანხმების გახანგრძლივების წინადადებაზე.

რუსეთი გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლით ხშირად იმუქრება. შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა, 17 მაისს 2 თვით გახანგრძლივდა.