რუსულმა ძალებმა ხარკოვს ერთ დღეში მესამედ შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ოკუპანტები კვლავ დარტყმას ახორციელებენ ხარკოვის ოლქზე. იყავით თავშესაფრებში!"- წერს სინეგუბოვი „ტელეგრამზე“.
მანამდე რუსებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით ორჯერ დაარტყეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ყველა მათგანი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელია.