დონალდ ტრამპი ომის 24 საათში დასრულებაზე - ზელენსკის ვეტყოდი, კმარა - პუტინს ვეტყოდი - თუ შეთანხმებას არ დადებ, უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტს 24 საათში დაასრულებს.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცნობს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკისთან საუბარში კონფლიქტს ერთი ფრაზით დაასრულებს: „მე ვეტყოდი ზელენსკის: "კმარა, შეთანხმება უნდა დადო".

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ეტყოდა, რომ თუ მოსკოვი შეთანხმების გაფორმებას არ დასთანხმდება, მაშინ ვაშინგტონი კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს კიევს.

„მე ვეტყოდი პუტინს, თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მას ბევრს მივცემთ. მივცემთ უკრაინას იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე მიუღია. შეთანხმებას ერთ დღეში დავდებ, ერთ დღეში“, - აღნიშნა ტრამპმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა