მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე - ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, ხანმოკლეა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.

„ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია. რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ხიდს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, რის შედეგადაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დაზიანდა. უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება