ალუდა ღუდუშაური „აჭარანეტ“-ზე განთავსებულ ანიმაციაზე - იქ, სადაც ჩვენს შვილებს და მომავალს ეხება საქმე, ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია

იქ, სადაც ჩვენს შვილებს და მომავალს ეხება საქმე, ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, „აჭარანეტ“-ზე განთავსებული ანიმაციური ფილმის კომენტირებისას.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, აღმაშფოთებელი, დაუშვებელი და ამორალურია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის შემოტანა.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს ჩვენს მომავალთან, ბავშვებთან, რომელთა ასაკი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თვითონ განსაჯონ და გადაწყვიტონ სამომავლოდ, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება.

„ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი, დაუშვებელი და ძალიან ამორალური საქციელი. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ საღი აზრის მხარეს. არის რაღაცეები, რომელზეც განსხვავებული აზრი დამღუპველია. მაინტერესებს, ვის აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლოიალური დამოკიდებულება. არ გამიკვირდება, რომ ზოგიერთი ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის კომენტარი მოვისმინოთ, აპოკალიფსი დახატონ. ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი ისე ვერ გადაიქცევა, როგორც შეიძლება ეს მავანს უნდოდეს, რომ აქ სოდომ-გომორის ცოდვით იყვნენ ადამიანები დაკავებული. ეს არის წყალგამყოფი, ყველას მოვუწოდებ, დააფიქსირონ თავიანთი მკაფიო პოზიცია ამ უმსგავსობასთან და ამორალობასთან დაკავშირებით.

როდესაც ვსაუბრობდით, რომ პროპაგანდა დაუშვებელია, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ამ შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც ამ ტირაჟირებით ხდება და ჩვენს საზოგადოებას დარტყმის ქვეშ აყენებს, ხედავდით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ცალკეულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მაგრამ დღეს, როდესაც ეს სრულიად ნათელია, ასეთი აგრესიული ფორმით ხდება ამ ყველაფრის გავრცელება, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, რომ ეს არის დაუშვებელი, ამორალური. იქ სადაც ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს ეხება საქმე, ჩვენ ვიქნებით პრინციპულებიც, შეუვალებიც, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ღირსეული მომავლისთვის არის განწირული და არა ისე, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია. საქმე გვაქვს ჩვენს მომავალთან, ბავშვებთან, რომელთა ასაკი არ იძლევა იმის საშუალებას რომ თვითონ განსაჯონ და გადაწყვიტონ სამომავლოდ, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება, ასეთ დროს ასეთი პროპაგანდა დაუშვებელია. ჩვენი ვალია ჩვენი მომავლისთვის ვიზრუნოთ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის