გია ვოლსკი - ბელგიის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის „შეჯახებებს“ ეხება, ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს - საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში

ვფიქრობ, ბელგიის გადაწყვეტილება გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება, მაგრამ ამავე დროს, თავის შინაარსით არის პოლიტიკური, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდონ ევროპულ ქვეყნებს. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს შიდა მტრები ბევრი ჰყავს.

"სულ ახლახან საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა, მთელი მსოფლიოს ტურისტული ადმინისტრაციები საქართველოში იყვნენ. ახლახან იყო ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, უშველებელი რაოდენობის ფორუმები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები.

მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება, მაგრამ ამავე დროს თავის შინაარსით არის პოლიტიკური. ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათი მუშაობა ინტენსიურად გრძელდება, რომ როგორმე დამატებით ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა, ფაქტები გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა. საკმაოდ დიდი ბრიგადა მუშაობს იმისათვის, რომ როგორმე იქნებ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს ევროპაში, ეს თემა არ ეხება ამას, მაგრამ ბევრი რამ გამოავლინა ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში და სივრცეში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში