გია ვოლსკი - ახალგაზრდებსა და ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ - დაძაბულობის შექმნაში  რადიკალური ოპოზიციური ფრთიდან აქტიურად არიან ჩართულნი

ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ - დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც "აჭარანეტზე" განთავსებულ ანიმაციას გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ არ იცის, ვისი მონაწილეობით შეიქმნა ანიმაცია, მაგრამ ამბობს, რომ დაძაბულობის შექმნაში ოპოზიციაა ჩართული.

"როგორც კანონმდებელმა ამ თემაზე, ყველამ ერთი რამ უნდა თქვას, რომ საქართველოში ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, ლგბტ იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. იგი ისეთნაირად არის პასუხისმგებელი და იმავენაირად დაცული კანონის მიერ, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, მაგრამ როცა საქმე ეხება პროპაგანდას, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, ეს არის საგანგებოდ დაგეგმილი, დარაზმული ადამიანების მიერ, შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, რათა დაპირისპირების სხვადასხვა კერები წარმოიშვას, რომლითაც კონკრეტული პირები ისარგებლებენ. როცა ეს საქართველოს ეხება, უფრო ვღელავთ და მეტ განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს ახალი ამბავი არ არის. ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში. მე არ ვიცი, ანიმაციის შექმნაში ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ფაქტია, დაძაბულობის შექმნაში აქტიურად არიან რადიკალური ოპოზიციური ფრთიდან ჩართულნი", - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს