ვატიკანის ინფორმაციით, დღეს რომის პაპის დესპანი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, კარდინალი მატეო ზუპი აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს, სადაც კიევსა და მოსკოვში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.
ვიზიტის მიზანს უკრაინაში დაზარალებული ადამიანებისთვის, კერძოდ ბავშვებისთვის, დახმარების აღმოჩენის ჰუმანიტარული ინიციატივების განხილვა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში კარდინალი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, კირილეს და რუსეთის ფედერაციის ბავშვების საქმეთა წარმომადგენელს მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა.
მანამდე კი, მან უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.