ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ „ძალიან სამწუხაროა“

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ „ძალიან სამწუხაროა“, რადგან ასეულობით მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება.

მისივე თქმით, შავი ზღვის ინიციატივა უკრაინული პორტებიდან ტონობით სასურსათო საქონლის გადაზიდვას უზრუნველყოფდა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი იყო.

„იმ დროს, როცა საკვები პროდუქტის წარმოებას და ხელმისაწვდომობას კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ენერგომატარებლებზე ფასები და სხვა ფაქტორები უშლის ხელს, ასეულობით მილიონო ადამიანი შიმშილობს, მოვუწოდებ რუსეთ ფედერაციას „ცოცხლად“ დატოვოს მიღწეული შეთანხმებები“, - განაცხადა გუტერიშმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ ეს სერიოზული დარტყმა იქნება გაჭირვებულთათვის მთელი მსოფლიო მასშტაბით.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება