ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის განცხადებით, ბელარუსში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულის აღმოჩენა რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას პრინციპულად ვერ შეცვლის.
მისივე განმარტებით, ეს არ არის დანაყოფები, ეს არის ჯგუფები შეიარაღების, საბრძოლო მასალის და ზურგის უზრუნველყოფის გარეშე.
„დაქირავებულების ჩასვლის მიუხედავად, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების არსებობა შემცირებულია, რადგან მოსკოვმა ამ ქვეყნის ტერიტორიიდან თავისი ჯარისკაცები გაიყვანა, ამიტომ „ვაგნერელები“ დიდ შეშფოთებას არ იწვევენ“, - განაცხადა ანუშაუსკასმა.
მისივე განმარტებით, ყველაზე მაღალი რისკი იყო იმ დროს, როდესაც ჯერ წელიწად-ნახევრის წინ რუსეთს ამ რეგიონში 40 ათასი სამხედრო ჰყავდა, თან საბრძოლი მასალით, მძიმე შეიარაღებით და ავიაციით, ახლა კი საშიში არაფერია.