კანადაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა, დამწვარია 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, რაც ისლანდიის ფართობის ტოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ხანძარს ორი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ზაფხულის დარჩენილ პერიოდში შენარჩუნება.

ხანძრების გამო, 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, შეფერხდა ნავთობისა და გაზის წარმოება ალბერტაში. კანადის ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დერეკ ნაიბორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხანძრების გამო ქარხნები დროებით დაიხურა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასობით ხანძარი მძვინვარებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გვალვა. პროვინციაში ხანძართან ბრძოლაში კანადელ მეხანძრეებს ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი და ახალი ზელანდიელი მეხანძრეებიც ეხმარებიან. კანადის სატყეო სამსახურის ჩრდილოეთ სატყეო ცენტრის გენერალური დირექტორის, მაიკლ ნორტონის განცხადებით, მიმდინარე ხანძრის სეზონის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება