დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - ბოლო კვირის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარემ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ბოლო კვირის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარემ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია.

„უკრაინა ბახმუტის რაიონში მნიშვნელოვანი რესურსების შეყვანას განაგრძობს, რუსები ჯერჯერობით ამ ტერიტორიას არ თმობენ და დასავლეთისკენ წინ წაწევას ცდილობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სადაზვერვო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორც მინიმუმ ორი მიმართულებით უტევენ, მაგრამ რუსეთის ჯარის თავდაცვის ძირითადი ხაზები ჯერ არ გაურღვევია.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება