რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

რუსეთის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივად აღდგა.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა.

„ყირიმის ხიდის მარჯვენა ზოლზე აღვადგინეთ ავტოტრანსპორტის მოძრაობა რევერსულ რეჟიმში, საბორნე მიმოსვლა ცუდი ამინდის გამო კი - შეჩერებულია“, - ნათქვამია ხუსნულინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდი გუშინ, ორი აფეთქების შედეგად დაზიანდა, რამაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ძირითადი არხის დაბლოკვა გამოიწვია.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!