თურქეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გურამ ჩიხლაძე დააკავეს

თურქეთში პოლიციამ ქართველი, კრიმინალური ორგანიზაციის წევრი გურამ ჩიხლაძე დააკავა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი და ის სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ჩიხლაძე, რომელიც, თურქული მედიის ინფორმაციით, ჯანიევის კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია, მოსკოვში ჩადენილი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა