ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივნის, მაო ნინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს ყირიმის ხიდის აფეთქების ფაქტის დაგმობისგან, მაგრამ „კონფლიქტის“ ორივე მხარეს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელების თავშეკავებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩინეთის აზრით, კონფლიქტის შესაბამისმა მხარეებმა სამოქალაქო ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავი უნდა შეიკავონ და ასევე სამოქალაქო პირების უსაფრთხოება უზრუნველყონ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა.