პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის  წაუყენეს

პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს პროკურატურამ 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის ბრალი წაუყენა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ბრალს არ აღიარებს. დაზარალებულები არიან 15 წლამდე ასაკის ორი გოგონა და ერთი ბიჭი.

ამასთან, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს მასთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე, რომელიც 17 ივნისს პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

საქართველოს 4 მოქალაქე 15 ივნისს საცურაო აუზზე დააკავეს, მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა მათი შვილების მიმართ პედოფილური ქმედებები ჩაიდინა. ამ განცხადებამ აუზზე მყოფი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია და ისინი ცდილობდნენ, დანაშაულებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილ მამაკაცსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. პოლონური მედია წერს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო და აღნიშნული პირების ჩაქოლვის საფრთხე არსებობდა. პოლიციას აღშფოთებული ადამიანების შესაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა