ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, მათმა ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული M777 ჰაუბიცები, რომლებიც კასეტურ ჭურვებს ისვრის, ბახმუტის ირგვლივ მდებარე პოზიციებზე დააფიქსირეს.
მისი თქმით, ქალაქის აღებას მხოლოდ სიმბოლური ღირებულება არ ექნება და რომ ბახმუტს, როგორც კარიბჭეს რეგიონის სხვა საკვანძო ქალაქებში, სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.
ამასთან, სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევის დროს ბრძოლის ველზე სწრაფი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
„გვსურს მივიღოთ ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია”, - აღნიშნა სირსკიმ.