ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ოფიციალური მოსკოვის მიერ 2021 წელს ინიციირებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ ცნო.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლით იყო შეტანილი (სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები) და ის უკრაინის წინააღმდეგ ერთადერთ სახელმწიფოთაშორისი საჩივარს წარმოადგენდა.
„თავის სარჩელში რუსეთის ფედერაცია უკრაინას „ადამიანების მკვლელობებში, გატაცებებში, იძულებით გადაადგილებაში, საარჩევნო სამართალში ჩარევაში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვაში და რუსეთის საელჩოებზე და საკონსულოებზე თავდასხმებში“ ადანაშაულებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.