ჩრდილოეთ კორეაში, დემილიტარიზებულ ზონასთან აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ჩრდილოეთ კორეაში, დემილიტარიზებულ ზონასთან აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, უსაფრთხოების გაერთიანებულ ზონაში ექსკურსიის დროს აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.

აშშ-ის მოქალაქის ვინაობა და მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.