Reuters - აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ შესაძლოა უახლოეს დღეებში იქნას გამოცხადებული.

მასში, როგორც მოსალოდნელია, შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა.

კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE სისტემებზე, რომლებიც აშშ-მა მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost და Switchblade დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე”, რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.

აღნიშნული პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გაიცემა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს იარაღი მრეწველებისგან შეისყიდოს, რათა მისი ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემა არ მოხდეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის