ოლექსი რეზნიკოვი - რამშტაინ 14-მა უკრაინის მიმართ ჩვენი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა აჩვენა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი 18 ივლისს, რამშტაინის ფორმატში ჩატარებულ მე-14 შეხვედრას აჯამებს და აცხადებს, რომ მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება იყო.

„Ramstein 14-მა აჩვენა ჩვენი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პრიორიტეტი: უკრაინის ტერიტორიის გასათავისუფლებლად სასწრაფოდ საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება. ფოკუსი: საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა. ახალი ინიციატივები!“- წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

მისი ინფორმაციით, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაუშმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა წარადგინეს კონკრეტული ნაბიჯები IT კოალიციის განვითარებისთვის. გარდა ამისა, რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს და „ყველა ლიეტუველ მეგობარს“ განაღმვის კოალიციის შექმნის ინიციატივისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა უკრაინის დიდ მეგობარს და ჩემს ძვირფას მეგობარს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს ბოროტების წინააღმდეგ უპრეცედენტო კოალიციის ხელმძღვანელობისთვის. ერთად ვმუშაობთ გამარჯვების, სამართლიანი მშვიდობისა და უკეთესი მომავლის მისაღწევად“, - წერს რეზნიკოვი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება