რუსებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინაში, რუსული ძალების მიერ რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა სამხრეთიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება დააფიქსირეს. შუაღამის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში სარაკეტო თავდსხმის საფრთხე არსებობდა, რადგან Tu-22M3 თვითმფრინავიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის დროს სიფრთხილე გამოეჩინათ. მათი ინფორმაციით, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება დაფიქსირდა. მოგვიანებით ოდესაში აფეთქებების სერიის ხმა გაისმა. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს, არ გადაიღოთ და არ აჩვენოთ საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა. ოდესის ოლქის ყველა მცხოვრები თავშესაფარში!" - განაცხადა გუბერნატორმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა