რუსული ძალები წუხელ კიევს Shahed-ის დრონებით დაესხა თავს, მაგრამ საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიევის ოლქსა და დედაქალაქ კიევში ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა.
დრონებით თავდქსხმა დაადასტურა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომაც.
"მთელი უკრაინისთვის რთული ღამეა. სამხრეთი, განსკუთრებით ოდესის ოლქი. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა, "შაჰედებით" კვლავ შეუტია დედაქალაქს“, - განაცხადა პოპკომ.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს და აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.