რომში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იტალიის საავადმყოფოებში სიცხესთან დაკავშირებული მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ

იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრადუსს.

სამხრეთ ქალაქ ნეაპოლში, კარდარელის საავადმყოფომ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა 231 პაციენტს დასჭირდა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.

შეგახსენებთ, ევროპაში სიცხის ტალღებმა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, სერბეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში ტემპერატურის ზრდა და ტყის ხანძრები გამოიწვია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო