უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 470 რუსი ჯარისკაცი და 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ასევე განადგურებულია ოთხი ტანკი, 31 საარტილერიო სისტემა და 6 ფრთოსანი რაკეტა.
უწყების ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთის არმიის საერთო დანაკარგები 239 ათას 480 სამხედროს შეადგენს.