უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში მდებარე სკადოვსკის პორტს უკრაინული მარცვლეულის რუსულ პორტებში გადასაზიდად იყენებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში მდებარე სკადოვსკის პორტს უკრაინული მარცვლეულის რუსულ პორტებში გადასაზიდად იყენებენ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას განაგრძობს და მარცვლეულის მოსავალს იტაცებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები შედიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და ამ ობიექტებს საკუთარ ბაზებად აქცევენ.

„ლისიჩანსკში რუსმა სამხედროებმა საქალაქო პოლიკლინიკის ტერიტორიაზე „ახმატის“ ტერორისტები განათავსეს, მანდვე განლაგებულია მათი მეთაურობაც. პოლიკლინიკა ნამდვილ სამხედრო ბაზად აქციეს, თავისი საფორტიფიკაციო ნაგებობით და ბლინდაჟებით“, - განაცხადა კოვალიოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის