ანდრეი ერმაკი - ოდესის ტერორი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიზანს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის შიმშილის ზღვარზე მიყვანა წარმოადგენს, რადგან დასავლეთისთვის ლტოლვილთა კრიზისის შექმნა სურს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ოდესის ტერორი რუსეთის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიზანს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის შიმშილის ზღვარზე მიყვანა წარმოადგენს, რადგან დასავლეთის ქვეყნებისთვის ლტოლვილთა კრიზისის შექმნა სურს.

მისივე თქმით, ამას რუსეთი იმ იარაღის გამოყენებით ახორციელებს, რომლის წარმოება დასავლეთსა და აზიის ქვეყნებში წარმოებული მაკომპლექტებლის გარეშე შეუძლებელია, და ეს სისტემურ პასუხს საჭიროებს.

„საჭიროა სანქციების გაძლიერება, კერძოდ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსებს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარებიან. ასევე იარაღის წარმოებისთვის საჭირო ნაწილების რეექსპორტიც უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ისევ მოუწოდებს დასავლეთს მიაწოდოს შორი მოქმედების შეიარაღება.

„ტერორზე პასუხი - არის ძალა. იარაღი, ავიაცია, შორი მოქმედების შეიარაღება - ეს არის, რაც დღეს სჭირდება უკრაინას. ჩვენ უნდა განვდევნოთ რუსეთი ჩვენი ტერიტორიიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა