დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან, მოუწოდებს „გააერთიანონ ძალისხმევა“

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის განცხადებით, ის მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან, „გააერთიანონ ძალისხმევა“ მის უწყებასთან და თავისი წვლილი შეიტანონ სისხლისღვრის დასრულებაში.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ თავისი პოზიციების აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა.

„მოვუწოდებ რუსეთის მოქალაქეებს, გააერთიანონ ძალისხმევა ჩვენთან. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა... ჩვენთან საიდუმლო დაცული იქნება და ერთად ვიმუშავებთ სისხლისღვრის დასრულებისთვის“, - განაცხადა მურმა.

მან ასევე რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების შესახებ ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო და მას „უსინდისო“ უწოდა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა