თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში რომის პაპის დესპანს, მატეო ძუპის შეხვდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე უკრაინაში რუსული აგრესიის მიერ გამოწვეული მასშტაბური უბედურების დაძლევის გზებზე და იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ვატიკანის ძალისხმევაზე იმსჯელეს.
„ჯო ბაიდენმა რომის პაპს მსახურებისა და გლობალური ლიდერობის გაგრძელება უსურვა და ასევე ამერიკელი არქიეპისკოპოსის კარდინალად დანიშვნას მიესალმა ", – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.