სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრით, სერგეი ლავროვით იქნება წარმოდგენილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის, რომლის სასამართლომდელმა პალატამ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სამიტი 22-24 აგვისტოს ჩატარდება და მასში, მასპინძელი მხარის პირველი პირის გარდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბრაზილიის და ინდოეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.