ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარადკარი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.­

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკის ადგილების მონახულება და უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ადასტურებს, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს დაუშვებელია.

„თუ რუსეთს ჰგონია, რომ სამოქალაქო მოსახლეობაზე და ძირითად ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშები უკრაინის მეგობრებს, მათ შორის ირლანდიას დააბნევს, ეს არასწორია“, - განაცხადა ლეო ვარადკარმა.

მან ასევე უკრაინის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა: „ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიდგებით, რამდენიც საჭირო იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინა აღდგება“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, მისი ნეიტრალიტეტი გულგრილობას არ ნიშნავს და ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა