ჰაერის ტემპერატურამ სიცილიაზე, თითქმის 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია

ჰაერის ტემპერატურამ სიცილიაზე, თითქმის 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამ ფონზე სიცილიის საავადმყოფოების ფედერაცია ექიმებს ხანდაზმული ადამიანებისთვის სახლის პირობებში დახმარების აღმოჩენის გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრი მათგანი ძლიერი სიცხის გამო სახლიდან ვერ გადის.

ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობა 20-25%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სიცილიაზე ევროპაში რეკორდული მაჩვენებელი - 48,8°C დაფიქსირდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა