პრემიერი - არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა - როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში და ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის" თბილისში

არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის"თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები.

„ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის" დედაქალაქში, თბილისში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება