ევგენი პრიგოჟინი - ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება - ბელარუსში მსოფლიოს მეორე არმიას შევქმნით

ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია. ამის შესახებ “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვიდეოს “ვაგნერთან” დაკავშირებული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

ვიდეოში პრიგოჟინი ბელარუსში ჩასულ “ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელარუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან.

“ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას.

ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით”, - განაცხადა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, ისინი ბელარუსული არმიისგან “მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიან.

“ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, და ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ”, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა