ანონსი  20 ივლისი

20 ივლისს, 11:00 საათზე, საია კვლევის პრეზენტაციას თემაზე - „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში“ გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზირი #37 (სასტუმრო „პულმანი“ აქსის თაუერსი, შეხვედრების ოთახი #4 )

20 ივლისს, 12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 15:00 საათზე დაღუპულთაგან ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე.

20 ივლისს, 20:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555602634

20 ივლისს, 21:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაულის თაობაზე ბრიფინგი გაიმართება.

მის: თბილისი, გორგასლის ქუჩა N24

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება