კურტ უოლკერი - წარსულში საქართველოს ჰქონდა ყველაზე მოწინავე პოზიციები ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით - ქვეყანამ დათმო პოზიცია

წარსულში საქართველოს ჰქონდა ყველაზე მოწინავე პოზიციები ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით - საქართველომ დათმო ეს პოზიცია და მას ახლა უკრაინამ გადაუსწრო,- ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა წინ წავიდა, ხოლო საქართველო კი იმავე პოზიციაზე დარჩა.

„საქართველოს ჰქონდა ძლიერი დემოკრატია, ყველაზე ღია ეკონომიკა. მას ხელს უწყობდა ნატო-ს ოპერაციებში, ავღანეთსა და ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებთან ერთად მაღალი თავსებადობაც. საქართველომ დათმო ეს პოზიცია და მას ახლა უკრაინამ გადაუსწრო, რადგან უკრაინამ გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები და ახლახან მიიღო ყველა სახის დასავლური ტექნიკა. მას ჰყავს ძალიან ქმედითუნარიანი თავდაცვა. უკრაინა ძალიან შორს წავიდა და საქართველო კი დარჩა იმავე პოზიციაზე“, - განაცხადა კურტ უოლკერმა.

მისი განმარტებით, ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული იყოს.

„რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო დაცული იქნება თუ არა? რა თქმა უნდა, საქართველოზე თავდასხმები იგივე ზემოქმედებას არ მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, როგორი გავლენაც აქვს უკრაინაში ომს, რადგან საქართველოში ომს, არ ექნება ისეთივე გავრცელების არეალი, როგორც უკრაინას აქვს ევროპაზე. სხვა ლოკაციაა, პატარა ქვეყანაა, თუმცა არის ორი რამ საქართველოს შესახებ, რაც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მათგანი არის ის, რომ დღეს ჩვენ რეალურად ღირებულებით ბრძოლაში ვართ რუსებთან. ეს არის დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და ქვეყნების უფლებები, იყვნენ დამოუკიდებლები, სარგებლობდნენ სუვერენიტეტით საკუთარ ტერიტორიაზე. ხალხის უფლებაა, აირჩიონ საკუთარი მმართველობის ფორმა, საკუთარი საგარეო ორიენტაცია, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. პუტინი ამ ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის. ის არ აღიარებს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას. ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც რომ შეეძლოს, ის ცდილობს განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები. აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მხარს უჭერს ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო.

მეორე ინტერესის სფერო არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. რუსეთ კი ცდილობს შავი ზღვის რეგიონში დომინირებას. შავი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ია რუსეთის და ცდილობს გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა. ეს საზიანოა ყველასთვის, ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრ ქვეყნებზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცული“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა