ოლივერ ვარჰეი - მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს - მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება

მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ვარჰეის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნება, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

“ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ.

მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება”, - წერს ვარჰეი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს