გერტ იან კოპმანი - ევროკომისია მიესალმება საქართველოს ინტერესს, მიაღწიოს პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შესანიშნავი დისკუსია მქონდა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესზე. ევროკომისია მიესალმება საქართველოს ინტერესს, მიაღწიოს პროგრესს შემდეგი კვირების განმავლობაში. ამას ერთად განვიხილავთ თბილისში, მომავალ თვეში“, – წერს გერტ იან კოპმანი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა