მომიტინგეები, რომლებიც ყურანის დაწვის გეგმას აპროტესტებდნენ, ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შტურმით შეიჭრნენ

ასობით მომიტინგე, რომელიც შვედეთში ყურანის მოსალოდნელ დაწვას აპროტესტებდა, ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აქცია შიიტი სასულიერო პირის, მუქტადა სადრის მხარდამჭერების ორგანიზებით გაიმართა და მისი მონაწილეები შვედეთში ყურანის დაწვის გეგმას აპროტესტებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდსახმის შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

შვედურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოს წინ საჯარო შეხვედრის ჩატარების თხოვნის შესახებ განაცხადი დააკმაყოფილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ განმცხადებელი ყურანისა და ერაყის დროშის დაწვას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებს და რომ ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელმაც ივნისში, სტოკჰოლში მეჩეთის წინ ყურანი დაწვა. მაშინ ამ ფაქტს ბაღდადში, შვედეთის საელჩოს წინ ორი დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ქმედება გააპროტესტეს რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის, მათ შორის ერაყის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიასა და მაროკოს მთავრობებმა. ერაყმა კი იმ მამაკაცის ექსტრადაცია მოითხოვა, რომელმაც ყურანი დაწვა.

მედიის ინფორმაციით, ბაღდათში მდებარე შვედეთის საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქციების ჩატარების შემდეგ, ფინეთმა საელჩოს პერსონალის დროებით თავშესაფარში ევაკუაცია განახორციელა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს პერსონალიდან არავინ არის დაშავებული. ინფორმაციისთვის, შვედეთისა და ფინეთის საელჩოები ერთმანეთისგან უშუალო სიახლოვეშია განლაგებული.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის