უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით 30-მდე შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ძირითადი ძალების კონცენტრირებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე ახორციელებს - გასული დღის განმავლობაში 30-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტა, Х-22 ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 32 დრონი გამოიყენა.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 69-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ოპერატიულ -ტაქტიკური დონის 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. ამასთან, გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული რუსების კუთვნილი 11 საარტილერიო დანადგარი და 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს