ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებას დეზინფორმაციით ნიღბავს, თითქოს სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ

რუსეთმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება მის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან მისი გასვლა გამოწვეულია შეშფოთებით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ და რომ უკრაინა მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ახლა უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ნებისმიერი ვაჭრობის შეფერხებაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის ოპერაციებს საფრთხე ემუქრება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს