ჯოზეფ ბორელი მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე - ეს მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელმაც შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

„რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს“, - განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე განზრახ თავდასხმების განხორციელებაში, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააღრმავებს სასურსათო კრიზისს.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა