ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული“, - ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული წარუმატებელი ამბოხის შემდეგ ჩავიდნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს