ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს

ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო თვითმფრინავები და ჯგუფები გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

„დღეს საბერძნეთში პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან მეხანძრეები ჩამოვლენ, ხოლო ისრაელის სახელმწიფო ორ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნის“, - იუწყება ბერძნული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების აღმოჩენა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მეტეოსამსახურების ცნობით, კვირის ბოლოსთვის საბერძნეთის სამხრეთში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 44 გრადუსს ცელსიუსს მიაღწიოს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა