მედია - უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო

უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების საკამათო იარაღის გამოყენებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის "რთული გადაწყვეტილება" უკრაინისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს