კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად, დღეის მდგომარეობით, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 31 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება დაღუპულებს: დღეისთვის 31 ადამიანი დაიღუპა. 29 ხერსონის ოლქში, კიდევ ორი მოქალაქე კი მიკოლაევის ოლქში დაიღუპა”, - განაცხადა კლიმენკომ.
მინისტრის თქმით, მატერიალური ზიანის საბოლოო დათვლა ჯერ არ დასრულებულა.
„ძალიან რთულია ამ თვეებში დათვლა, თუ რამდენი შესაძლო მოსავალი დავკარგეთ, რამდენი კერძო შინამეურნეობა დავკარგეთ, და ეს ყველაფერი ვენახებია, ბაღჩეული კულტურებია, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოდიოდა, რამდენი შესაძლებლობა დავკარგეთ წყლის მხრივ. ეს დიდი პრობლემაა. წყალი ხერსონის წყალსაცავის სანაპიროებიდან რამდენიმე კილომეტრით გავიდა. სამომავლოდ, ძირითად პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისთვის წყლისადმი წვდომას ვხედავ“, - განაცხადა კლიმენკომ.