ჯონ კირბი - შეერთებული შტატები შავ ზღვაში რუსეთის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

“ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი ქმედების გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.

„არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება“, - აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავად განიხილავენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს