თეთრი სახლი - უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას ეფექტურად იყენებენ

აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალები განლაგებულია ბრძოლის ველზე და უკრაინელები მას ეფექტურად იყენებენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”ჩვენ მივიღეთ გარკვეული საწყისი უკუკავშირი უკრაინელებისგან და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მათ”, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, კასეტური საბრძოლო მასალები გავლენას ახდენს რუსეთის თავდაცვით ფორმირებებზე და მანევრირებაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა. კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა