ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ბოლო 4 დღეში 70-მე რაკეტა და Shahed-ის 90-მდე დრონი გამოიყენეს - რუსეთმა და ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების ზეწოლა

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესაზე, მიკოლაივზე და სამხრეთის სხვა დასახლებებზე თავდასხმების დროს, მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და Shahed-ის 90 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს მტრის ზოგიერთი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი ცის თითოეულ დამცველს. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინის მთელი ცა დაიცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ოდესისა და ქვეყნის სხვა ქალაქების დაცვას.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა მსოფლიოს მობილიზებისთვის სურსათის უსაფრთხოებისა და ნორმალური ცხოვრების დასაცავად.

„მსოფლიოში არავინ არის დაინტერესებული სურსათის გლობალური ბაზრის განადგურებაში რუსეთის წარმატებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივეს.

„რუსეთმა და მსოფლიოში ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების მუდმივად მზარდი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური პირები, კომპანიები თუ ქვეყნები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის