ანტონიო გუტერეში - შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმების გავლენა მნიშვნელოვნად სცდება უკრაინის ფარგლებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს, - ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

„ამ თავდასხმების გავლენა მნიშვნელოვნად სცდება უკრაინის ფარგლებს. უკვე ვხედავთ ნეგატიურ ეფექტს ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც ყველას აზარალებს“, - აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

მისი თქმით, გენერალური მდივანი ძალისხმევას არ დიშურებს, რათა უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველყოფას.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა და შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის